ოსიმენი კვარაცხელიაზე: ვიცოდი, რომ ოქროს ბურთის კანდიდატი გახდებოდა

კვარა ოსიმენი

სტამბოლის „გალათასარაის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ნიგერიელმა განაცხადა, რომ ხვიჩა შესანიშნავი ბიჭია, არა მარტო მოედანზე, არამედ მოედნის მიღმაც და მას ნამდვილად შეუძლია „ოქროს ბურთის“ მოგება.

ვიქტორმა აღნიშნა, რომ კვარაცხელია საუკეთესო თანაგუნდელია, რომელიც ჰყოლია.

„ჩემი საუკეთესო თანაგუნდელი? კვარაცხელია. ის საოცარი ფეხბურთელია, შესანიშნავი ბიჭი. ვგულისხმობ, რომ გასახდელშიც და მოედანზეც, ის შესანიშნავია. ხვიჩა საოცარი ადამიანია და როდესაც „ნაპოლიში“ მოვიდა, ვამბობდი: „ღმერთო, უახლოეს მომავალში მას შეუძლია ოქროს ბურთის მოგება“. კვარაცხელიას ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება. ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია, ეს საკამათოც არ არის და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, - აღნიშნა ოსიმენმა.