ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში ათი საფეხურით დაწინაურდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა (ATP) მსოფლიო რეიტინგში ათი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 104-ე პოზიციას იკავებს.

33 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირას წარმატებით ითამაშა ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მიმდინარე ATP-ს კატეგორიის ტურნირზე. ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, ძირითად ბადეში ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.

ამჟამად ბასილაშვილი ჩინეთის ქალაქ ჯინგშანის ჩელენჯერზე გამოდის და პირველი მატჩი უკვე მოიგო, მან დანიელ აუგუსტ ჰოლმგრენს სძლია და მერვედფინალის საგზური მიიღო.

ქართველი ჩოგბურთელის საუკეთესო შედეგი მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ს უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.