მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა - ესპანეთისა და კაპო-ვერდეს მატჩი გოლის გარეშე დასრულდა

ფეხბურთი მსოფლიო

მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა, ესპანეთისა და კაპო-ვერდეს დაპირისპირება გოლის გარეშე დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი დღევანდელ შეხვედრაში გამოკვეთილი ფავორიტი იყო, მათ კაპო-ვერდეს კარში გოლის გატანა ვერ მოახერხეს. შესაბამისად, დღევანდელი მატჩი დასრულდა ანგარიშით 0:0.

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის ტრანსლირებას გულშემატკივარს "რუსთავი 2" სთავაზობს.