უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები - დაღუპულია სამი ადამიანი
1750314031
ძალიან მალე დაიწყება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომლის მონაწილე ხვიჩა კვარაცხელია და მისი პარის სენ-ჟერმენიც იქნება. DAZN-მა ქართველ ვინგერს მიუძღვნა საინტერესო სტატია და აღნიშნა, 25/1 კოეფიციენტი მის ბომბარდირობაზე ადეკვატურობას არ შეესაბამება.
"კვარაცხელიას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ბომბარდირობა 25/1 კოეფიციენტს უტოლდება. ზედმეტად დიდი ფსონია და ეს ყველაფერი უსამართლობაა. მაგალითად, იგივე მესის გოლეადორობის კოეფიციენტი 16/1-ს უდროს. დიახ, ის ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ ლეო თამაშობს მაიამიში, ხვიჩა კი პარის სენ-ჟერმენში.
ინტერს შესაძლოა გაუჭირდეს ჯგუფიდან გასვლაც კი, რაც არგენტინელი შემტევის ბომბარდირობის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ქართველი ვინგერი კი იცავს ევროპის უძლიერესი კლუბის ღირსებას, რომლის ყველაზე პოპულარული და ყურებადი მოთამაშე თავად არის."- DAZN