„მერაბი ბუნების ანომალიაა... კარდიო მანქანაა...“ - მერაბ დვალიშვილი სხვა მებრძოლებმა შეაფასეს

მერაბ დვალიშვილი

UFC ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა.

ქართველი და რუსი მებრძოლის დაძაბული ბრძოლა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.

 არაერთმა სპორტსმენმა ქართველის მოქმედებებით გამოწვეული ემოციები ვერ დამალა. მათი შეფასებების შესახებ europop.ge წერს.

დანიელ კორმიემ, რაფაელ დოს ანიოსმა, ბელალ მუჰამადმა, ბრაიან ორტეგამ და სხვებმა “მანქანის” მიმართ საქებარ სიტყვები არ დაიშურეს.

ჯარედ გორდონი: "მერაბი ბუნების ანომალიაა!"

დანიელ კორმიე: "მერაბი ამ საღამოს ნამდვილი გიჟი იყო!"

რაფაელ დოს ანიოსი: "მერაბ დვალიშვილი კარდიო მანქანაა!"

 ბელალ მუჰამადი: "მერაბის დამარცხების ერთადერთი გზაა - შეინახო მთელი ენერგია მე-5 რაუნდისთვის და "all in" გააკეთო!"