მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება

მერაბ დვალიშვილი

UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61კგ) ქამრისთვის მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს შეხვდება. დაპირისპირება 24 ოქტომბერს აბუ დაბიში ჩატარდება.

დვალიშვილსა და იანს შორის ეს მესამე ჩხუბი იქნება. 2023 წელს ქართველმა მებრძოლმა მეტოქე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო 2025 წლის დეკემბერში იანმა მოიგო და დივიზიონის საჩემპიონო ქამარსაც დაეუფლა. 

დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 21 მოიგო. რაც შეეხება პიოტრ იანს, MMA-ში ჩატარებული 25 ბრძოლიდან მის ანგარიშზე 20 მოგებაა.