„მას ჩემს ქამარს არ მივცემ...“ - რა მოხდა დვალიშვილის პრესკონფერენციაზე

 მერაბ დვალიშვილი

UFC 316-ისთვის მიძღვნილი ტრადიციული პრესკონფერენცია კომპანიის ისტორიას ერთ-ერთ ყველაზე ხანმოკლე ღონისძიებად დარჩება. სცენაზე ამოსვლის მომენტიდან, მებრძოლებმა პუბლიკასთან სულ რაღაც 13 წუთი გაატარეს. თუმცა, შონ ო'მალიმ და მერაბ დვალიშვილმა ერთმანეთის მიმართ შედარებით მეგობრული დამოკიდებულების მეტოქეობით ჩანაცვლება ამ მოკლე დროშიც კი მოასწრეს.

ყველაფერი თავაზიანი მიმოცვლებით დაიწყო, ოპონენტებმა ერთმანეთზე საკმაოდ დადებითად ისაუბრეს და აუდიტორიას მხოლოდ პირველ ბრძოლაზე უფრო სანახაობრივ რევანშს დაპირდნენ.

მერაბ დვალიშვილი: “ეს ახალი ბრძოლაა, ახალი გამოწვევაა. როგორც შონმა თქვა, ამჯერად ის 70%-ით უკეთესი იქნება და მის უკეთესს ვერსიას ველოდები. ვიცი, რომ ახლა უფრო თავმდაბალია, მაგრამ ჩემი დანოკაუტება უნდა და აქ იმისთვის ვარ, რომ ეს არ დავუშვა. ჯერ მას გავტეხ, შემდეგ კი შეგვიძლია ვიმეგობროთ. უპრობლემოდ. მაგრამ 7 ივნისს კვლავ მტრები ვართ. უკეთესს ბრძოლას ვაჩვენებ და მას გავტეხ.”

შონ ო'მალი: “ეს სრულიად განსხვავებული ბრძოლა იქნება. რემატჩებში დაუმარცხებელი ვარ და ეს ასე დარჩება… მერაბი საკუთარი ბრძოლის სტილის ოსტატია და - არანაირი გამართლება - მან პირველი ბრძოლა მოიგო.”

მერაბ დვალიშვილი: “ეს ბრძოლაა და ყველაფრისთვის მზად ვარ. ძლიერი მებრძოლია, UFC-ში 10 გამარჯვება აქვს. რაც არ უნდა მოხდეს, მე გავიმარჯვებ და მას ჩემს ქამარს არ მივცემ. ეს ჩემია და ჩემთან დარჩება.”

წყარო: