ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი განცხადებას ავრცელებს
1761070130
თბილისში გაიმართა საქართველოს მეოთხე სარეიტინგო ტურნირი ძიუდოში გოგოებს შორის, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს და ტურნირი ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
63 კგ წონითი კატეგორია- მეორე ადგილი- ქეთი ხარაზიშილი (პირადი მწვრთნელი: სანდრო იაკობაშვილი)
63 კგ წონითი კატეგორია- მესამე ადგილი- ლიზა დავაძე (პირადი მწვრთნელი: სანდრო იაკობაშვილი)
44 კგ წონითი კატეგორია- მესამე ადგილი- ბარბარე ცარციძე (პირადი მწვრთნელი:ზურა ბეჟანიშვილი)
70 კგ წონითი კატეგორია- მესამე ადგილი-ანანო ქველაძე (პირადი მწვრთნელი: ზურა ბეჟანიშვილი)
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს გოგონათა სპორტის განვითარება. აღსანიშნავია, რომ გოგონების მონაწილეობა მსგავს ტურნირებში, დიდ სტიმულს აძლევს მომავალ თაობას, მათი წარმატება მაგალითია სხვა გოგოებისთვისაც.