მამარდაშვილი „ლივერპულთან“ ერთად აზიაში მიემგზავრება - მერსისაიდელები „მილანს“ დაუპირისპირდებიან

ნკ

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ განაცხადშია და ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად გუნდს აზიაში გაჰყვება – შეკრებაზე წამსვლელი მოთამაშეების სია და ამხანაგური მატჩების მეტოქეები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

29 ფეხბურთელს შორის ახალწვეულებიც არიან – მეკარე გიორგი მამარდაშვილი, მცველი ჯერემი ფრიმპონგი და შემტევი ნახევარმცველი ფლორიან ვირტცი.

30 ივლისს „ლივერპული“ ჰონგ კონგში „მილანს“ დაუპირისპირდება, ხოლო 4 აგვისტოს „იოკოჰამას“ შეხვდება.