მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს​

მაისურაძე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძე (90 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს – 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაოსთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იტალიის წარმომადგენელს, კენი კომი ბედელს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო. დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია — ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.