ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს უკრაინისადმი მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
უკრაინის პრეზიდენტი თავდაპირველად ცალკე შეხვდა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის, რომელმაც განაცხადა, რომ ოტავა კიევს 2 მილიარდ კანადურ დოლარს გამოუყოფს სამხედრო დახმარებისთვის და ახალ ფინანსურ სანქციებს დააწესებს.
მარკ კარნის თქმით, რუსეთის მხრიდან კიევზე ღამით განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, ხაზს უსვამს უკრაინისადმი სრული სოლიდარობის მნიშვნელობას.
ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ისაუბრეს რუსეთის წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის“ მნიშვნელობაზე, რათა აიძულონ იგი, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.