ევროკავშირი აშანტაჟებს თქვენი ქვეყნის მთელ მოსახლეობას - ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი

ტიერი მარიანი

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი აცხადებს, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად იყენებს.

„თუ ამ პროცესს გამოიყენებენ, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი აშანტაჟებს თქვენი ქვეყნის მთელ მოსახლეობას. ეს ევროკავშირისთვის არ არის კარგი, რადგან, ამ დროს, საქართველოს მოქალაქეები გაიაზრებენ, რომ ევროკავშირი რეალურად შანტაჟის მანქანაა, როცა მას არ ეთანხმები. აშკარაა, რომ ამ წუთს, ევროკავშირი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე, რომ იქ ახალი არჩევნები ჩატარდეს. ვცდილობ, წარმოვიდგინო, როგორ შეიძლება ევროკავშირმა თქვას, რომ რადგან ქართველების მიერ არჩეულ მთავრობას არ ეთანხმება, ამიტომ უნდა დაუწესოს სანქცია და დაუბლოკოს უვიზო მიმოსვლა სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ვფიქრობ, ეს შეუძლებელია. წარსულში, ბრძანებებს მოსკოვიდან იღებდით, გინდათ, რომ ახლა ბრიუსელიდან იღებდეთ? თქვენ აირჩიეთ მთავრობა, ეს არის დემოკრატია, ბრიუსელმა ამას პატივი უნდა სცეს “, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.