„ლიონს“ ქალი პრეზიდენტი უხელმძღვანელებს

„ლიონს“ ქალი პრეზიდენტი უხელმძღვანელებს

„ლიონის“ ახალი პრეზიდენტი გახდა მიშელ კანგი, – ამის შესახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

კანგი, რომელიც „ლიონის“ დირექტორთა საბჭოში 2023 წლიდან შედის, ამ პოსტზე ამერიკელი მილიარდერი ჯონ ტექსტორი შეცვალა, რომელმაც ასევე დირექტორთა საბჭოც დატოვა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კონტროლისა და მმართვის ეროვნულმა დეპარტამენტმა ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთის შვიდგზის ჩემპიონი ლიგა 2-ში დააქვეითა.

„ლიონი“ არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას და აპელაცია შეიტანა.