მეტ რივზმა „ბეტმენის“ სიქველის სცენარზე მუშაობა დასრულდა

ბეტმენი

რეჟისორმა მეტ რივზმა „ბეტმენის“ სიქველის სცენარზე მუშაობა დაასრულა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სცენარის პირველი გვერდის ფოტო. უკანა პლანზე კი რივზი და მისი კოლეგა მეტსონ ტომლინი დივანზე სხედან.

Entertainment Weekly-ს ინფორმაციით, სცენარი სტუდია DC-ს ხელმძღვანელს, ჯეიმს განს უკვე გადაეცა.

მანამდე რივზმა თქვა, რომ ბეტმენის შესახებ ტრილოგიის გადაღება სურს, თუმცა ამ ეტაპზე ეს მხოლოდ გეგმაა.