მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და სეტყვა - გაფრთხილება ამინდზე
1754077427
„ინტერ მაიამის“ კაპიტანი ლიონელ მესი თავის ამჟამინდელ კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს კონტრაქტს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ხავი კამპოსმა.
წყაროს ცნობით, ახალი ხელშეკრულების შესახებ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოცხადდება.
ასევე აღნიშნავენ, რომ მესი გეგმავს 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე და 2028 წელს კოპა ამერიკაზე თამაშს.
38 წლის არგენტინელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მესიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 19 გოლი გაიტანა.