LesFansGones: „ლიონი“ მიქაუტაძის გაყიდვას არ აპირებს

მიქაუტაძე

„ლიონი“ გიორგი მიქაუტაძის გაყიდვას არ გეგმავს. ფონსეკას სურს, რომ ევროტურნირებზე წარმატებული სვლა განაგრძოს. ეს ამბავი ძალიან გვახარებს, – ინფორმაციას „ლიონის“ მხარდამჭერთა გვერდი LesFansGones-ი ავრცელებს.

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ამის მიუხედავად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუბი წამყვან მოთამაშეებს მაინც ვერ შეინარჩუნებდა.

ამას დაემატა „რომაში“ მომხდარი ამბავი, რომელიც ბევრმა სწორედ მიქაუტაძის დააკავშირა – რომაელებმა ელდორ შომუროდოვი იჯარით გაუშვეს. პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიური კლუბი ქართველი თავდამსხმელითაა დაინტერესებული.

უზბეკეთის ნაკრების თავდამსხმელი, რომელმაც გასულ სეზონში „რომაში“ 37 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ერთწლიანი იჯარით კარიერას თურქულ „ბაშაკშეჰირში“ გააგრძელებს.