ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

lasha bekauri

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ბექაურმა (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი ფატიევი იპონით დაამაცხა.

ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების კიდევ ორ წევრს ვიხილავთ. ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) შეჯიბრის ფინალში იჭიდავებენ. თუშიშვილი ოქროს მედლისთვის ნეიტრალური დროშით მოასარეზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ინალ ტასოევს შეხვდება, სულამანიძემ კი ასევე ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მატვეი კანიკოვსკის დაუპირისპირდება.

კონტინენტის პირველობის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ასპარეზობები კი ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.