კვარა შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა, ყოველთვის გუნდის ინტერესებს აყენებს პირველ ადგილზე, ეს იქნება საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება - საუკეთესო შეტევა, საუკეთესო დაცვის წინააღმდეგ - გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე

კიკო

 ხვალ, 31 მაისს ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგებას მეორედ შეეცდება.

პარიზის "პარი სენ-ჟერმენი" და ლონდონის "არსენალი" ერთმანეთს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქში, "პუშკაშ" არენაზე შედგება.

ბუდაპეშტში იმყოფება "კურიერის" გადამღები ჯგუფი. ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი გულშემატკივრებს ესაუბრა, რომელთაც პსჟ-ის ქართველ ვარსკვლავზეც ისაუბრეს.

"ორივე გუნდისთვის ეს საკმაოდ რთული თამაშია. არ ვიცი რა უნდა ვთქვა "პსჟ-ზე," რადგან მათ ჰყავთ ძალიან სწრაფი და სახიფათო ფეხბურთელები. კვარაცხელია ფანტასტიკური ფეხბურთელია და სიამოვნებით დავიმატებდით ჩვენს გუნდში," - აღნიშნა "არსენალის" გულშემატკივარმა.

"ჩვენ ლიგაში საუკეთესო დაცვა გვყავს, მათ კი საუკეთესო შეტევა, ამიტომ ეს იქნება საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება - საუკეთესო შეტევა, საუკეთესო დაცვის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც "არსენალი" მოიგებს 1-0-ს," - აღნიშნა "არსენალის" გულშემატკივარმა.

"ხვალ გამარჯვების იმედი გვაქვს. კვარა შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა. ის ყოველთვის გუნდის ინტერესებს აყენებს პირველ ადგილზე და გუნდისთვის თამაშობს. გუნდურ გარემოში კვარა მართლაც ბრწყინვალეა," - განაცხადა "პარი სენ-ჟერმენის" გულშემატკივარმა.

"ვფიქრობ ძალიან კარგია, რომ გუნდში გვყავს ისეთი შესანიშნავი ფეხბურთელი, როგორიც კვარაცხელიაა. ადრე მას კარგად არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში თამაშობდა. ეს აჩვენებს, იმისთვის, რომ იყო შესანიშნავი ფეხბურთელი, აუცილებელი არ არის იყო დიდი საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელი," - აღნიშნა პარი სენ-ჟერმენის" გულშემატკივარმა.