1749042430
გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერს დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და ფარერების წინააღმდეგ ბოლო შეხვედრას ჩაატარებს.
ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ოფიციალურად დღეს, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს.
ფარერების კუნძულების წინააღმდეგ საქართველოს კარს გიორგი ლორია დაიცავს.
გიორგი ლორიას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2008 წელს შედგა და სანაკრებო კარიერას 79 მატჩით დაასრულებს.
ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მაისურით ქვეყანას 17 წელი ემსახურა.