ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1754936134
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სექტემბერში გასამართ ოფიციალურ შეხვედრებში „უოტფრორდის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება.
ინგლისური კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს ფეხის ძვლის დაზიანების გამო ექვსი კვირის გამოტოვება მოუწევს.
„ივნისში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ პრობლემა ისევ არსებობდა, თუმცა ნაკლებად მძიმე ფორმით. ამიტომ, გასულ თვეში გიორგი ჩაკვეტაძე ეტაპობრივად დაუბრუნდა ძირითად ჯგუფს და დაგეგმილი იყო, რომ „დეპორტივოსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო.
თუმცა, ხუთი ვარჯიშის შემდეგ ჩაკვეტაძემ ტკივილი იგრძნო და სიფრთხილის მიზნით, ისევ ჩაუტარდა გამოკვლევა.
სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მას რეკომენდაცია მიეცა, არ დაიტვირთოს ექვსი კვირის განმავლობაში, იმუშაოს მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე. ამ ექვსკვირიან პერიოდს ემთხვევა სანაკრებო შესვენებაც“, – წერია „უოტფორდის“ გავრცელებულ ცნობაში.
25 წლის ქართველ ფეხბურთელს ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა 5 აპრილის შემდეგ არ მიუღია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით სექტემბერში თურქეთისა (4 სექტემბერი) და ბულგარეთის (7 სექტემბერი) ნაკრებებს უმასპინძლებს.