1754759209
France Football-მა 2025 წლის საუკეთესო მეკარის ნომინანტები გამოავლინა

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ორგანიზატორმა, France Football-მა 2025 წლის საუკეთესო მეკარის ნომინანტები გამოავლინა.
ლევ იაშინის სახელობის ჯილდოზე გამოცემამ 10 ნომინანტი წარადგინა – მათგან ცხრა ევროპაში თამაშობს, ხოლო ერთი, მაროკოელი იასინ ბონო საუდის არაბეთის ლიგის გუნდის, „ალ ჰილალის“ ღირსებას იცავს.
France Football-ი „იაშინის ჯილდოს“ ყოველი წლის შემოდგომაზე გასცემს. ლევ იაშინი ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მეკარეა, რომელმაც „ოქროს ბურთი“ (1963 წელს) მოიგო. გასულ წელს ჯილდოზე ნომინირებული საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილიც იყო, ხოლო ზედიზედ ორი წელია, საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესს ასახელებენ.
2025 წლის „იაშინის ჯილდოს“ ნომინანტები:
ალისონ ბეკერი („ლივერპული“/ბრაზილია) იასინ ბონო („ალ ჰილალი“/მაროკო), ლუკა შევალიე („ლილი“/საფრანგეთი), ტიბო კურტუა (მადრიდის „რეალი“/ბელგია), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/იტალია), ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“/არგენტინა), იან ობლაკი („ატლეტიკო“/სლოვენია), დავიდ რაია („არსენალი“/ესპანეთი), მატს სელსი („ნოტინგემ ფორესტი“/ბელგია), იან სომერი („ინტერი“/შვეიცარია).2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე 22 სექტემბერს გამოვლინდება.