აშშ-ში წლის ყველაზე უშნო ძაღლი აირჩიეს

უშნო ძაღლი

კალიფორნიაში წლის ყველაზე უშნო ძაღლი აირჩიეს. წელს ეს ტიტული ინგლისური და ფრანგული ბულდოგის მეტის პეტუნიას ერგო, რომელსაც ბეწვი არ აქვს. ძაღლმა და მისმა პატრონმა შენონ ნიმანმა ჯილდოს სახით 5 ათას დოლარი მიიღეს.

მსოფლიოს ყველაზე უშნო ძაღლის გამოსავლენად კონკურსი აშშ-ში, კალიფორნიის შტატ პეტალუმში თითქმის 50 წელია ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, კონკურსი დეფექტიან ძაღლებს პატრონების პოვნაში ეხმარება და აჩვენებს, რომ სიყვარულს ყველა ძაღლი იმსახურებს.