1751921238
დღეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალი გაიმართება

აშშ-ში დღეს ფეხბურთში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბრაზილიური „ფლუმინეზე“ და ინგლისური „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ხვალ კი ტურნირის მეორე ფინალისტი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-სა და მადრიდის „რეალს“ შორის გაირკვევა.