„ტემპერატურა +38 გრადუსს მიაღწევს“ - უახლოესი დღეების ამინდის განახლებული პროგნოზი
1751999543
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიევს იარაღის მიწოდების განახლებასთან დაკავშირებით ამერიკიდან ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ მადლიერები არიან შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის.
„დიდად ვაფასებთ ამერიკელი პარტნიორების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ნამდვილი მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით იარაღს გაუგზავნის. ამავდროულად, პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მითითებით, თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის ახალ თავდაცვით იარაღს აგზავნის.