„ტემპერატურა +38 გრადუსს მიაღწევს“ - უახლოესი დღეების ამინდის განახლებული პროგნოზი

ზაფხულის ამინდი

 მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

„მომდევნო დღეების ამინდზე სუბტროპიკული ანტიციკლონი მოახდენს დიდ გავლენას, ამიტომ სიცხე „რეალური“ იქნება.

კვირის განმავლობაში +30 გრადუსზე მეტი ტემპერატურაა პროგნოზირებული.
სიცხის ტალღა კულმინაციას ხუთშაბათს –  პარასკევს, 10-11 ივლისს მიაღწევს.

გათვლებით, ტემპერატურამ შესაძლოა დასავლეთის დაბლობზე +36…+38 გრადუსს მიაღწიოს, აღმოსავლეთის ბარში +32…+34 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო სანაპირო კურორტებზე +33…+35 გრადუსი. ასე, რომ უახლოეს დღეებში ამინდი ცხელი და ძირითადად მშრალი იქნება, მხოლოდ მთიან ზონაში შესაძლოა ლოკალიზდეს ხანმოკლე წვიმა და ჭექა-ქუხილი. ასევე გაითვალისწინეთ, მზის ძალიან მაღალი აქტივობა და დამცავი საშუალებების გარეშე მოერიდეთ მზის სხივების ქვეშ ხანგრძლივად ყოფნას.” – წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.