1781210306
დელ პიერო კვარაზე: მისნაირი არავინაა და ოქროს ბურთსაც მოიგებდა
ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენში ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო. ფინალში ფრანგულმა გუნდმა არსენალი პენალტების სერიაში დაამარცხა. ქართველ ვარსკვლავს ისევ გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა თამაშზე - მაშინ, როცა მისი გუნდი მარცხდებოდა, პენალტი მოიპოვა, რაც შეიძლება ვთქვათ, გადამწყვეტი გამოდგა.
ფინალის შემდეგ ალესანდრო დელ პიეროს კომენტარი კვარაცხელიაზე მრავლისმეტყველია. აი, რა თქვა, ტურინის იუვენტუსის ლეგენდამ Sky Sport-ის სტუდიაში: "მსოფლიოს ჩემპიონატი რომ არ იყოს, ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად ოქროს ბურთს მოიგებდა. მასავით გადამწყვეტი - გოლებში, საგოლე პასებში, უბრალოდ მოედანზე ყოფნით, ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში არავინ ყოფილა!"
Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313











