„ბორჯღალოსნები“ დღეს რაგბი ევროპის ფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

ბორჯღალოსნები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რაგბი ევროპის ფინალური მატჩი მადრიდში, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. ცნობილია „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა. პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცემა.