ბოლო ტანგო - „ადიდასი“ მესისთვის განსაკუთრებულ ბუცებს ამზადებს

მესი

კომპანია Adidas-ი სპეციალურ ბუცებს გამოუშვებს არგენტინის ნაკრების ფორვარდისთვის, ლიონელ მესისთვის, რომლითაც ლეგენდა, სავარაუდოდ, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. მოდელმა სიმბოლური სახელწოდება მიიღო – The Last Tango.

გამოცემა Footy Headlines-ის მონაცემებით, დიზაინი განსხვავებული იქნება წინა „ოქროს“ ვერსიებისგან. ძირითადი ფერია – თეთრი, აკურატული ოქროს დეტალებით და ცისფერი აქცენტებით არგენტინის ნაკრების ფერებში. ეს არის მინიშნება წინა მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებასა და Las Estrellas-ს ბუცებზე, რომელიც Adidas-მა კატარში ტრიუმფის შემდეგ გამოუშვა.

რელიზი დაგეგმილია 2026 წლის ივნისში, უშუალოდ ტურნირის წინ. და სახელწოდება აქ შემთხვევითი არ არის – მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, დიდი ალბათობით, ბოლო იქნება მესის კარიერაში.