ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

კობა ქარუმიძე

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„ფინალურ შეხვედრაში კობა ქარუმიძე (55 კგ) ირანელ არმინ საად შამსიპოურჰაისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.