1757056140
ბექა ბურჯანაძე: უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ, ისტორია დავწერეთ, მაგრამ არ გვინდა, რომ აქ მორჩეს ყველაფერი. გვინდა, რომ ისტორიის დაწერა გაგრძელდეს

ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს თამაშის მერე უბრალოდ ეამაყათ, - განაცხადა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა ბექა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, ნაკრებს მიღწეულზე გაჩერება არ სურს.
„ჩვენი ოჯახებისთვის ამდენი გავისარჯეთ, უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ, ისტორია დავწერეთ, მაგრამ არ გვინდა, რომ აქ მორჩეს ყველაფერი. გვინდა, რომ ისტორიის დაწერა გაგრძელდეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრები საფრანგეთის დამარცხებით „ევრობასკეტის“ 1/4 ფინალში გავიდა, სადაც 10 სექტემბერს, ფინეთს დაუპირისპირდება.