სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
1748161661
„დინამო თბილისისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა – შეხვედრის არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა ცხრა ფეხბურთელი წითელი ბარათით დასაჯა.
დაძაბული მატჩის მიუხედავად, შეხვედრის მთავარ არბიტრს თამაშის დროს წითელი ბარათი არ გამოუყენებია, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ჩხუბის გამო მსაჯმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო.
ყრუაშვილმა „დინამო თბილისის“ მხრიდან ხუთი ფეხბურთელი დასაჯა – თორნიკე მორჩილაძე, საბა ხვადაგიანი, თემურ ოდიკაძე, ცოტნე ბერელიძე და მიხეილ მაქაცარია, ხოლო „ტორპედოდან“ წითელი ბარათები ლეგიონერებმა – ფელიპე პირესმა, ერიკ პიმენტელმა, ჟოუ კამარგომ და კისლე ზიტამ მიიღეს.