ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება მოიპოვა

გუბანოვა

საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა და მილანის ოლიმპიადაზე ასპარეზის უფლება მოიპოვა.

გუბანოვამ თავისუფალი პროგრამის შესრულებისთვის 138.15 ქულა მიიღო, მოკლე პროგრამის შედეგთან ერთად კი 206.23 ქულა დააგროვა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, როგორც მედლის მოსაპოვებლად, ასევე ტურნირის საუკეთესო ხუთეულში მოსახვედრად. პეკინში ქალთა შორის 5 ოლიმპიური საგზური თამაშდებოდა.

შესაბამისად, ოლიმპიადაზე ქართველი მოციგურავეები ყველა დისციპლინაში იქნებიან წარმოდგენილები.