ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატამდე სულ ცოტა დრო რჩება. ისტორიაში პირველად, ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული ღონისძიება "ოქსიგენ ფესტივალის" ფარგლებში, რუსთავში ჩატარდა.
ფარიკაობის ფედერაციის წარმომადგენლებმა მასტერკლასები გამართეს და მოსახლეობას 20-30 ივლისს დაგეგმილი ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ბილიკზე საკუთარი ძალები რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემაც გამოსცადა.
ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მერაბ ბაზაძის განმარტებით, ისინი მთლიანად გადართულები არიან მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებაზე.
"აღნიშნული ღონისძიებები იქნება მასიური. ახლა მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს და მთლიანად გადართულები ვართ მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებაზე. ვინაიდან 150 ქვეყანას ვმასპინძლობთ, რთული ჩასატარებელია, მაგრამ მთავრობასთან კომუნიკაციით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ", - განაცხადა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ.