დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
ქართველი ძიუდოისტი აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ძიუდოს ბუნდესლიგაში მომხდარი ინციდენტის გამო ყურადღების ცენტრშია. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ჯაფარიძემ მეტოქეს, გერმანელ ტიმო კაველიუსს, რამდენჯერმე მუშტი დაარტყა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაველიუსმა შედეგად ყბის მოტეხილობა და კბილების დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
მიზეზი მეტოქის ჟესტი იყო, რომელიც აკაკი ჯაფარიძემ პროვოკაციად ჩათვალა და მეტოქეს სახეში სამჯერ დაარტყა.
ინციდენტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ჯაფარიძეს კი შესაძლოა დისციპლინური სანქციებიც დაეკისროს.
ვარაუდობენ, რომ ჯაფარიძეს ძალიან ხანგრძლივი, ან სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.