1743141376
19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი თელავში - შეჯიბრებას საქართველომ პირველად უმასპინძლა

თელავში 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა. შეჯიბრებას საქართველომ ისტორიაში პირველად უმასპინძლა.
საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობა მეცხრე ადგილზე დაასრულა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სლოვაკეთისა და უკრაინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში უკრაინამ სლოვაკეთს ანგარიშით 28:23 სძლია და ევროპის პირველობა მოიპოვა.
მესამე ადგილი კი იტალიის ნაკრებმა დაიკავა. გამარჯვებული გუნდი საქართველოს სპორტის მინისტრმა დააჯილდოვა.