1754633727
Variety: ლედი გაგამ „უენსდეისთვის“ სიმღერა ჩაწერა

ლედი გაგამ სერიალ „უენსდეის“ მეორე სეზონისთვის სიმღერა ჩაწერა. ინფორმაციას Variety წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ კომპოზიცია Dead Dance და მასზე გადაღებული კლიპი სექტემბერში გამოვა, როცა Netflix-ზე სერიალის ახალი სეზონის მეორე ნაწილი გამოჩნდება. ამ ეპიზოდებში თავად ლედი გაგაც უნდა თამაშობს - ის ნევერმორის აკადემიის ლეგენდარულ მასწავლებელს, როზალინ როტვუდს განასახიერებს.
„უენსდეის“ მეორე სეზონის პირველი ნაწილი ეკრანებზე 6 აგვისტოს გამოვა, დანარჩენი ეპიზოდები კი 3 სექტემბერს.
მანამდე ცნობინლი გახდა, რომ Netflix-ი შოუს მესამე სეზონსაც გადაიღებს.