ტყუპი ძმის გადასარჩენად ეშტონ კატჩერი მზად იყო სიცოცხლე გაეღო - ვინ არიან ჰოლივუდის ვარსკვლავების დედმამიშვილები

eStoni

ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ საზოგადოებისთვის უამრავი რამაა ცნობილი.  საერთაშორისო გამოცემები მათი წარმატებებისა თუ წარუმატებლობის შესახებ ხშირად წერენ. თუმცა, როგორც წესი, ეკრანული სახეების და-ძმების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ხშირად ცნობილების დედმამიშვილებს სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესი აქვთ და კამერებთან გამოჩენა არ უყვართ. 


 
ცოტამ თუ იცის, რომ  ბრედ პიტის უმცორი ძმა, სახელად დაგი პროფესიით ბიზნესმენია. მსახიობის მსგავსად, ისიც საქველმოქმედო საქმიანობითაა გატაცებული. 2010 წლიდან დაგი პიტი ტანზანიისგაერთიანებული რესპუბლიკის კეთილი ნების ელჩია.  ის ხშირად ჩნდება სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო რგოლში. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანის გადაღებისას მან იმაზეც იხუმრა, თუ რას ნიშნავს როდესაც ვარსკვლავის ძმა ხარ.  დაგი და ბრედი ერთად გაიზარდნენ, ძმები ერთმანეთს ყოველთვის გვერდში უდგანან და ერთადაც ხშირად ისვენებენ ხოლმე... 


 
საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვთ პენელოპე და მონიკა კრუზებს...  ნაკლებად ცნობილი ფაქტია ის, რომ ფილმში, სახელწოდებით  „კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე“ - მონიკა დის დუბლიორიც კი იყო.  გადაღებების დროს პენელოპე 5 თვის ორსული იყო და თავს სუსტად ხშირად გრძნობდა ხოლმე.  პენელოპესგან განსხვავებით მონიკა ცეკვითაა გატაცებული. ის ჰოაკინ კორტესის დასში ცეკვავდა, თუმცა ,პარალელურად კინოსურათებში ეპიზოდურ როლებსაც ასრულებდა.  გარდა ამისა, ამონიკა ქალის თეთრეულის დიზაინერია... 


 
ანჯელინა ჯოლის უფროსი ძმა ჯეიმს ჰეივენია. ის ეკრანზე მაყურებელმა სულ რამდენჯერმე იხილა.  ჯეიმსი ფილმებში მაყურებელს ძირითადად მეორეხასიხოვან ფილმებში ევლინებოდა. აღსანიშნავია, რომ და-ძმას ერთმანეთთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს.  2000 წელს მომხდარმა ინციდენტმა, რომლის დროსაც ანჯელინამ ძმას სახალხოდ აკოცა - საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, როგორც ჯოლიმ მოგვიანებით განაცხადა, ამაში სერიოზული არაფერი არ იყო..  


ტეილორ სვიფტის უმცროსს ძმას ოსტინი ჰქვია..  დისგან განსხვავებით, ოსტინი მსახიობობითაა გატაცებული. მან ნოტრ-დამის უნივერსიტეტში თეატრალური მიმართულებით მიიღო განათლება. ოსტინის დებიუტი ეკრანზე 2016 წელს შედგა.  კინოსურათში კრიმინალური ტრილერი მან პირს ბროსნანთან ერთად ითამაშა.  ტეილორსა და ოსტინს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვთ. ოსტინი სვიფტის ყველა კონცერტს ესწრება და დაჯილდოვებების დროს ყოველთვის მის გვერდითაა.... 

 ბიონსე და სოლანჟ ნოულსი ტეხასის შტატში, მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდნენ. მშობლების თქმით, ორივე მათგანს ბავშვობიდანვე ეტყობოდათ, რომ ერთ დღეს უდიდეს წარმატებას მიაღწევდნენ. დის მსგავსად, სოლანჟიც წარმატებული მომღერალი და კომპოზიტორია.  „ამქვეყნად ყველაზე მოსიყვარულე ერთგული და არაჩვეულებრივი და ხარ“,- ასე დაახასიათა სოლანჟმა ბიონსე გამოცემა ფიფოლისთვის მიცემულ ინტერვიუში.  ეშტონ კატჩერს ტყუპი ძმა, სახელად მაიკლი ჰყავს.  ძმებს ერთად საკმაოდ რთული პერიოდის გამოვლა მოუწიათ. მაიკლი 3 წლის იყო, როდესაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მისთვის გულის გადანერგვა გახდა საჭირო. ამ პერიოდში ეშტონს უამრავი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა ძმის გამო ყველაფერზე უარს ამბობდა. „მაიკლი ასე იტანჯებოდა?! მე კი წარმატებით დავმტკბარიყავი?! ეს არ შემეძლო“,- აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ეშოტნმა. უარყოფით ფიქრებთან გამკლავებაში ეშტონს ისევ მაიკლი დაეხმარა. „მაიკლი მოვიდა და მითხრა - შეწყვიტე ჩემი შეცოდება, ახლა შენ პასუხისმგებლობა გაქვს - ორივეს მაგივრად უნდა იცხოვრო“,- იხსენებს ეშტონი. ჰოლივუდის ვარსკვლავები ერთხმად თანხმდებიან, რომ ამ სამყაროში დედმამიშვილობა ყველაზე ძლიერი გრძნობაა და არ არსებობს დაბრკოლება, რომლის გადალახვასაც და-ძმების დახმარებით ვერ შეძლებთ.