ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის „ოდისეის“ ახალ თრეილერში გამოჩნდა

ტრევის სკოტი

ტრევის სკოტი მოულოდნელად კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ოდისეას“ ახალ თრეილერში გამოჩნდა.

ვიდეორგოლში რეპერი მაგიდაზე დგას და ჯარისკაცების ჯგუფს მიმართავს, რომელთა შორის არიან ტომ ჰოლანდის პერსონაჟი - ტელემაქე და ჯონ ბერნტალის მიერ განსახიერებული მენელაე.

„ომი, ადამიანი, მზაკვრობა - მზაკვრობა, რომელსაც ტროას კედლების დანგრევა შეუძლია. ის იწვის და გრგვინვით ფერფლად იქცევა“, - ამბობს სკოტის პერსონაჟი.