ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის სექტემბერში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება
1787517240
„რუსთავი 2-ზე“ მეგა შოუ "საქართველოს ხმის" პირველი ლაივ კონცერტი გაიმართა. 8 მონაწილე სცენაზე, მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ქართული ჰიტებით წარსდგა.
მუსიკალურ მარათონს ნიკოლოზ ყავლაშვილი გამოეთიშა.
ხმის ლიდერი კი, დავით ბენდელიანი გახდა. წინ კიდევ ორი ლაივ შოუა, სადაც დარჩენილი მონაწილეები "საქართველოს ხმის" სტატუსის მოსაპოვებლად პირდაპირ ეთერში იბრძოლებენ.
შოუს ამ ეტაპზე ჟიური გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს. კონკურსანტების ბედს მხოლოდ მაყურებელი წყვეტს.
"თითოეულ კონკურსანტთან ერთად ვღელავდი, რადგანაც ეს რვიანი განსაკუთრებით მეძვირფასებოდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ახლა უკვე მაყურებლის ჯერია. მე მჯერა მათი გონიერების და მჯერა იმის, რომ ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ", - აცხადებს "საქართველოს ხმის" ჟიურის წევრი არჩილ სოლოღაშვილი.