რიანამ ბრენდის სარეკლამო კამპანიაში ხის ფორმა მოირგო

რიანა

რიანა ახალ სარეკლამო კამპანიაში ხის სახით წარმოგვიდგა. 22 აპრილს, მომღერალმა და დიზაინერმა მსოფლიოს ახალი, FENTY x PUMA-ს კოლექცია წარუდგინა.

36 წლის რიანამ FENTY x PUMA-ს ახალ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა და ფოტოებზე ძალიან უჩვეულო იმიჯით გამოჩნდა. მისი უახლესი კოლექციის ჩვენების ფოტოსესიისთვის პოპ დივამ მოირგო მწვანე კოსტიუმი, რომელიც თავიდან ფეხებამდე მორთული იყო ცოცხალი ტოტებით და ფოთლებით და ბუნებისგან შთაგონებული იერი შეუთავსა ყავისფერ Creeper Phatty სპორტულ ფეხსაცმელს ახალი ხაზისგან.  

ეს არის განახლებული და უფრო მასიური მოდელი რეზინის ზოლიანი ძირით. ორიგინალი პირველად გამოვიდა 2015 წლის სექტემბერში და მყისიერად მოიგო მოდის მიმდევრების გულები მთელს მსოფლიოში.