სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1780079029
ესპანელმა მსახიობმა პენელოპა კრუსმა პირველად ისაუბრა მძიმე დიაგნოზზე, რომლის შესახებაც ახალი ფილმის გადაღებების დაწყებამდე შეიტყო. 52 წლის მსახიობმა აღიარა, რომ ფილმ „შავი ბურთის“ გადაღებების პერიოდში სიკვდილის შიში მუდმივად თან სდევდა - ექიმებმა მას ტვინის ანევრიზმა დაუდგინეს.
კრუსმა ამის შესახებ კანის კინოფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, დიაგნოზის გაგების შემდეგ ეგონა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა მომკვდარიყო.
როცა ფილმის გადასაღებად ვემზადებოდით, მითხრეს: „თქვენ ტვინის ანევრიზმა გაქვთ“. მაშინ მეგონა, რომ მალე მოვკვდებოდი. ყველაფერი სრულიად არარეალურად მეჩვენებოდა. მაგრამ გადაღებები უბრალოდ ვერ გაჩერდებოდა. ჩემთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს თემებზე საუბარი. ყველაფერს გადამღებ ჯგუფთან ერთად გადიხარ. მხოლოდ მათ იცოდნენ ჩემი მდგომარეობის შესახებ სრული სიმართლე და წარმოუდგენლად დიდი მხარდაჭერა გამიწიეს“, - აღნიშნა მსახიობმა.