ნიკოლა პელტცი და ბრუკლინ ბექჰემები 2022 წლის ქორწინების ბათილად ცნობას ითხოვენ? – რა ხდება ბექჰემების ოჯახში

ნიკოლა პელტცი და ბრუკლინ ბექჰემები 2022 წლის ქორწინების ბათილად ცნობას ითხოვენ

ექჰემების ოჯახში არსებული დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ ჭორებს ახალი ინფორმაცია დაემატა.

ტაბლოიდური მედიის ცნობით, ნიკოლა პელტცი და ბრუკლინ ბექჰემი განიხილავენ შესაძლებლობას, რომ 2022 წელს გამართული ქორწინება ბათილად გამოცხადდეს, რადგან, მათი მტკიცებით, საქორწინო ცერემონიაზე გარკვეული ფორმალური მოთხოვნები სრულად არ შესრულებულა.

გამოცემების ინფორმაციით, საკითხი მხოლოდ იურიდიულ მხარეს არ ეხება. ბოლო თვეებში არ წყდება საუბარი ბრუკლინ ბექჰემისა და მისი მშობლების – დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ურთიერთობის დაძაბვაზე. არაერთი წყარო ამტკიცებს, რომ ოჯახში უთანხმოება სწორედ ბრუკლინისა და ნიკოლას ქორწინების შემდეგ გამწვავდა.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილი ამ ეტაპზე სხვადასხვა იურიდიულ ვარიანტს განიხილავს, თუმცა არც ბრუკლინ ბექჰემს, არც ნიკოლა პელტცს და არც ბექჰემების ოჯახს აღნიშნულ ცნობებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, ბრუკლინ ბექჰემმა და ამერიკელმა მსახიობმა ნიკოლა პელტცმა 2022 წლის აპრილში გრანდიოზული ქორწილი ფლორიდაში გადაიხადეს. მას შემდეგ მათ ურთიერთობაზე არაერთი ჭორი გავრცელდა, თუმცა წყვილი საჯაროდ აცხადებს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერას აგრძელებს.