„მეფე ლომის“ ერთ-ერთი რეჟისორი როჯერ ალერსი გარდაიცვალა

როჯერ ალერსი

მხატვარი-მულტიპლიკატორი როჯერ ალერსი 76 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელებში პროდიუსერმა დეივ ბოსეტმა გაავრცელა.

ალერსი ლეგენდარული „მეფე ლომის“ ერთ-ერთი რეჟისორი იყო, ასევე, მუშაობდა Disney-ს ისეთ ცნობილ ანიმაციებზე, როგორებიცაა „ქალთევზა“, „ურჩხული და მზეთუნახავი“ და „ალადინი“.

მას Disney-ს აღორძინების ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.