ლონდონის მოდის კვირეული ახალი ფორმატით გაიმართება

ლონდონის მოდის კვირეული

მიმდინარე წელს 40 წელი გადის მას შემდეგ, რაც ლონდონის მოდის კვირეული პირველად ჩატარდა.

როგორც ბრიტანული მოდის საბჭოს მხრიდან (BFC) გაჟღერდა, ივნისის თვეში დაგეგმილი კვირეული ლონდონში “კულტურული მომენტის გაღვივებას” ისახავს მიზნად. ახალი ფორმატით მოწყობილი ღონისძიება კულტურულ პროგრამებს, მოდურ აქტივობებს და წვეულებებს გააერთიანებს. 

„ახალი ფორმატი პირდაპირი შედეგია იმ საუბრებისა, რომლებიც ბრიტანული მოდის საბჭოს საზოგადოებაში (დიზაინერები, მედია, ბრიტანული და საერთაშორისო საცალო მოვაჭრეები) მუდმივად მიმდინარეობს,” – ამბობს საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი ქეროლაინ რაში. “გვინდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი დიზაინერების ბიზნეს საჭიროებებს ნათლად ვხედავთ და მათ ვთავაზობთ მნიშვნელოვან და სასარგებლო პლატფორმას, რომელიც მათ ტალანტს გლობალური მასშტაბით წარმოაჩენს.”

კვირეული 7-დან 9 ივნისის ჩათვლით გაიმართება და ბრიტანელი დიზაინერების მრავალფეროვან ჯგუფს, რომელიც ბრიტანეტში მამაკაცის სამოსის ბიზნესზე არის ორიენტირებული, შემოქმედებითობის დემონსტრირების საშუალებას მისცემს.

კვირეულის პირველ დღეს BFC თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში ჩაატარებს პროგრამას, რომელიც მოიცავს: გამოფენას, საჯარო საუბრებს და კულტურულ ღონისძიებებს, რომლებზეც აქცენტი გაკეთდება შავკანიანთა, სამხრეთ აზიელთა და ქვიარ კულტურების ჩვენებაზე. კვირეულის დაკსვნით დღეს, რიგი აქტივობები Groucho Club-ში ჩატარდება.

40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განრიგი “40 40-სთვის” ტიპის იქნება. სამი დღის განმავლობაში ტრადიციულ მოდურ ჩვენებებს, პრეზენტაციებსა და ღონისძიებებს 40 ბრენდი და დიზაინერი გამართავს. მონაწილეთა ვინაობა ბრიტანული მოდის საბჭოს მხრიდან ამ ეტაპზე არ გამჟღავნებულა.