გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება - რას ამბობს ეზოთერიკოსი ხშირ მიწისძვრებზე
1748975142
ბრიტანელმა მომღერალმა Jessie J-მ გაამხილა, რომ მკერდის სიმსივნე აქვს.
37 წლის მომღერალმა თაყვანისმცემლებს დიაგნოზის შესახებ Instagram-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი აცნობა და დაწერა, რომ ექიმებმა დაავადება ადრეულ ფაზაში აღმოაჩინეს.
„ბოლო თვეების განმავლობაში უამრავი ტესტი გამიკეთეს. კიბო ნებისმიერ ფორმაში საშინელებაა, მაგრამ მე მანუგეშებს სიტყვა „ადრეული“, - თქვა მომღერალმა.
მან ასევე თქვა, რომ ოპერაციის გაკეთებას Capital's Summertime Ball-ის შემდეგ აპირებს - ეს არის მინი-ფესტივალი, რომელიც ლონდონის უემბლის სტადიონზე ივნისში გაიმართება.
„ეს მკერდის პლასტიკის გაკეთების დრამატული გზაა“, - იხუმრა მომღერალმა.
Jessie J-ს კარიერა 2010 წელს, სინგლით Do It Like A Dude დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი ჰიტებია: Price Tag, Nobody's Perfect, Who You Are, Domino, Laserlight და სხვები. 2019 წელს მან „ბლექ სი არენაზე“ იმღერა.