ჯარედ ლეტოს სექსუალურ შევიწროებასა და დანაშაულებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ

ჯარედ ლეტო

ოთხმა ქალმა ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობი ჯარედ ლეტო სექსუალური ხასიათის დანაშაულებში დაადანაშაულა. მათი განცხადებით, სავარაუდო ინციდენტები მაშინ მოხდა, როდესაც ისინი არასრულწლოვნები ან ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. ამ თემაზე საუბარი BBC-ს ახალ დოკუმენტურ ფილმშია - Jared Leto: Hollywood's Dark Secret („ჯარედ ლეტო: ჰოლივუდის ბნელი საიდუმლო“) საუბარი.

BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი ქალი ამტკიცებს, რომ 17 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მეორემ სექსუალური ხასიათის მუქარებზე განაცხადა, ხოლო მესამემ მსახიობთან სექსუალურ ურთიერთობაზე ისაუბრა, როდესაც ის 17 წლის იყო. კიდევ ერთმა რესპონდენტმა ლეტო გრუმინგში (არასრულწლოვნის ნდობაში შესვლა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით) დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 16 წლის ასაკში მისგან გამომწვევ სატელეფონო ზარებს იღებდა. დოკუმენტურ ფილმში სულ 10 ქალი ჩნდება, რომელთაგან ცხრამ თავისი ისტორია საჯაროდ პირველად მოყვა.

BBC იუწყება, რომ მოწმეთა ჩვენებების ნაწილი მიმოწერის, ფოტოებისა და ნათესავებისა თუ ნაცნობების გამოკითხვის საშუალებით გადაამოწმა. კორპორაციის ცნობით, ჯარედ ლეტოს ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების შესახებ მრავალრიცხოვან მოთხოვნებზე პასუხი არ გაუცია. მანამდე მსახიობი უკვე უარყოფდა ანალოგიურ ბრალდებებს, რომლებიც ამერიკულმა გამოცემა Air Mail-მა გამოაქვეყნა.