ფილმის „28 წლის შემდეგ: ძვლების ტაძარი“ პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

28 წლის შემდეგ

Sony-მ ფილმის „28 წლის შემდეგ: ძვლების ტაძარი“ თრეილერი წარადგინა.

სურათი დენი ბოილის „28 წლის შემდეგ“-ის პირდაპირი გაგრძელებაა და დაგეგმილი ტრილოგიის სიქველია. ფილმი რეჟისორმა ნია დაკოსტამ გადაიღო. თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან რეიფ ფაინსი, ელფი უილიამსი და ჯეკ ოკონელი.

ფილმის პრემიერა 2026 წლის იანვარში შედგება.