ეს ფაქტი ისე მახარებს და მაბედნიერებს, რომ უფრო დიდი მოტივაციაა ჩემთვის… - რის შესახებ საუბრობს ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე

ამერიკულ მეგა შოუში American Idol მონაწილე ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელიც 12 საუკეთესო კონკურსანტს შორისაა, სოციალური ქსელის მეშვეობით ქართველებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

როგორც ნუცა ამბობს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამერიკის ვარსკვლავის 25-წლიან ისტორიაში პირველი უცხოელია, ვინც ტოპ 12-ში მოხვდა, ეს არის სრულიად ქართველი ერის დიდი გამარჯვება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა გვინდა, რომ ბოლომდე გავიდეთ და გავიმარჯვოთ, ეს რა თქმა უნდა, მაგრამ მე რატომ ვარ ბედნიერი, აჟიტირებული და სულ გახარებული იცით?

ის ფაქტი, რომ პირველი უცხოელი ადამიანი ვარ, ამერიკის ვარსკვლავის 25-წლიან ისტორიაში, ვინც ტოპ 12-ში მოხვდა, ეს არის ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი გამარჯვება.

ეს ფაქტი ისე მახარებს და მაბედნიერებს, რომ უფრო დიდი მოტივაციაა ჩემთვის…

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ასეთი ჩართულობისთვის და გულშემატკივრობისთვის, უბრალოდ, ხვალაც დაგვჭირდება ხმების მიცემა და მხარდაჭერა,“- აღნიშნავს ნუცა,“ – აღნიშნავს ნუცა ვიდეოში.