ემა სტოუნმა 37 წლის ასაკში ფილმით "ბუგონია" მერილ სტრიპის "ოსკარის" რეკორდი მოხსნა

ემა სტოუნი

ემა სტოუნისათვის ახალი ფილმი "ბუგონია" განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. 37 წლის მსახიობმა 2026 წლის "ოსკარზე" ფილმის 2 ნომინაციით მერილ სტრიპის რეკორდი მოხსნა. სტოუნი ფილმში არა მხოლოდ მთავარ როლს ასრულებს, არამედ პროდიუსერიცაა. ამიტომ, ის "ოსკარზე" საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიასა და საუკეთესო ფილმის კატეგორიაში, როგორც პროდიუსერია, წარდგენილი.

"The Hollywood Reporter"-ის ცნობით, 37 წლის სტოუნი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც თავისი კარიერის განმავლობაში "ოსკარის" 7 ნომინაცია მოიპოვა. გამოცემის ცნობით, მანამდე ეს რეკორდი მერილ სტრიპს ეკუთვნოდა. მსახიობი 1988 წელს, 38 წლის ასაკში მეშვიდედ წარადგინეს "ოსკარზე".