მოსალოდნელია ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა ელჭექით - ამინდი მკვეთრად იცვლება
1751978892
პარიზში ოტ-კუტიურ მოდის კვირეული დაიწყო. ის schiaparelli-ის ახალი კოლექციის ჩვენებით გაიხსნა.
იტალიური მოდის სახლისთვის დანიელ როუზბერის მიერ შექმნილმა სამოსმა მოდის სფეროს კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. 2025-2026 წლის შემოდგომა ზამთრის "ოტ-კუტიურ" კოლექციაში გამოყვანილი სილუეტები, უნიკალური აქსესუარები, ბრჭყვიალა ქსოვილები, ტყავისა და ბეწვის დეტალები ჭარბობდა. თუმცა,
განსაკუთრებული გამოხმაურება მაინც წითელი ფერის ყელსაბამს მოჰყვა, რომელიც გულივით ფეთქავდა.
View this post on Instagram
მაღალი მოდის კვირეულზე დასასწრებად პარიზში ჰოლივუდის ვარსკვლავები ჩავიდნენ - მათ შორის კირა ნაიტლი, პენელოპე კრუზი, დუა ლიპა, ქარდი ბი, რომელიც სკიაპარალის ჩვენებაზე ყორანთან ერთად გამოჩნდა.
View this post on Instagram
ოტ- კუტიურ კვირეული 10 ივლისს დასრულდება. მანამდე კი “ბალენსიასთვის” დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ბოლო კოლექციის ჩვენებას ვიხილავთ.